ტელეკომპანია ფორმულამ, თბილისი მერიოტში, არასამთავრობო ორგანიზაცია გრასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომელიც მედიის თავისუფლებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ ერთობლივ პროექტს მოიცავს.
თანამშრომლობის სფეროებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია დღეს საზოგადოებას, ფორმულას გენერალურმა დირექტორმა ზუკა გუმბარიძემ და საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) დამფუძნებელმა სერგი კაპანაძემ მიაწოდეს.
მემორანდუმი მოიცავს შემდეგ საფეხურებს: საქართველოში მედიაში არსებულ მდგომარეობას და მედიის თავისუფლების ინდექსის შემუშავებას, უცხოელი პარტნიორების ინფორმირებას მედიაში არსებული პრობლემების შესახებ, დეზინფორმაციის მხილებას და ერთობლივი საქმიანობის გაშუქებას და მოპოვებული მასალის უპირატესად გამოყენებას ჟურნალისტურ საქმიანობაში.